კონკურენციის სააგენტოს როლი და საქმიანობა

  • March 16, 2015

კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება და თავისუფალი და კონკურენტური ბაზრის ჩამოყალიბება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რასაკვირველია წარმყვანი როლი აღნიშნული მიზნის განხორციელებაში კონკურენციის სააგნეტოს ეკისრება. განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იქნება კონკურენციის სააგნტოს პირველივე ნაბიჯები, იმისათვის რომ მან შექმნას და განავითაროს ეფექტური სისტემა, დანერგოს ახალი პრაქტიკა, შეარჩიოს ყველაზე მნიშნელოვანი სფეროები არაჯანსაღი ქართული ბაზრებიდან, მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება და რეგულირება.  ამასთან უმნიშვნელოვანესია რომ სააგენტომ შეინარჩუნოს კანონით მინიჭებული დამოუკიდებლობა და დარჩეს თავისუფალი ყოველგვარი ბიზნეს თუ პოლიტიკური ზეგავლენებისაგან. მსგავსი მაღალი პასუხიმსგებლობა რასაკვირველია რთულ და ფრთხილ მოქმებას მოითხოვს სააგენტოსაგან, თუმცა ამასთან აღსანიშნავია რომ მისი ეფექტურობის ერთ- ერთი მნიშნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი მისი სწრაფი და დროული ქმედებები იქნება.

მნიშვნელოვანია რომ რამდენადაც წლების განმავლობაში საქართველოს არ გააჩნდა კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ბაზრის უკიდურესი ლიბერალიზების გასამართლებლად, ხდებოდა მოსახლეობის დარწმუნება თავად მთავრობის მხრიდან რომ ბაზრის მარეგულირებელი სააგენტო წარმოადგენდა არასაჭირო და არასასურველ ორგანოს, დამატებით დაბრკოლებას ადგილობრივი ბიზნესის თუ უცხოელი ინვესტორებისათვის.[1] მსგავში შეხედულება და შიში რომ კონკურენციის სააგენტო შეიძლება ბიზნესის ხელმშემშლელ ახალ ბიუროკრატიულ ორაგნოდ იქცეს დღესაც არსებობს. სწორედ ამიტომ სააგენტოს მოუწევს მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატაროს პირველ რიგში ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან, რომ აამაღლოს ცნობიერება, სანდოობა და გაფანტოს ეჭვები მისი არსებობის ოპტიმალურობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული გარემოებები აუცილებელია არამარტო იმისათვის რომ სააგენტოს მიმართ იყოს კეთილგანწყობა, არამედ იმსათვისაც რომ ეფექტურად განხორციელდეს თუნდაც თანამშრომლობის პროგრამა. აღნიშნული მიმართულებით ვერ ვიტყვით რომ ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. თუკი შესაფასებლად ავიღებთ ყველაზე ადგილად გამოსაყენებელ და ხელმისაწვდომ რესურს, როგორიცაა სააგენტოს ვებგვერდი (http://competition.ge/ge/) თვალშისაცემია, რომ გვერდი ღარიბია მასალებისაგან, რომ მასზე პერიოდულად არ ხდება სიახლეების განთავსება და ჯერ-ჯერობით ის ვერ ასრულებს რაიმე ეფექტურ როლს საინფორმაციო-საგანმანათლებლო თვალსაზრისით. სასურველია თუკი სააგენტო არ გაიზიარებს არაერთ სახელმწიფო უწყებებში გავრცელებულ მანკიერ პრაქტიკას და სათანადო ყურადღებას დაუთმობს საკუთარი ელექტრონული რესურსების განვითარებას და მათ ეფექტურ გამოყენებას. კერძოდ, უზრუნველყოფს ისეთი ტიპის ინფორმაციას განთავსებას, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას სააგენტოს ფუნქციონირების და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. 

“სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის და ბიზნეს გარემოს შესწავლას. მომავალში ჩვენ კვლავ განვაგრძობთ კონკურენციის სააგენტოს საქმიანობაზე დაკვირვებას და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას.  


[1] Interview to K. Bendukidze “There Is Only One Way – Building a Free Economy” by Natalia Morari, Ekho Kavkaza, 7 December 2009. P.1
Available from: http://www.esiweb.org/pdf/georgia%20-%20Ekho%20Kavkaza%20Interview%202009.pdf

სოციალური ქსელი