გაზაფხულის სამუშაო ბარათი (2014)

  • June 1, 2014

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის“ ზამთრის სამუშაო ბარათი მოიცავს 2014 წლის მარტის, აპრილის და მაისის  პერიოდს. სამუშაო ბარათი წარმოადგენს ყოველი სამი თვის პერიოდის შეჯამებას და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოს და აქტივობების შესახებ.

კამპანია „ეს შენ გეხება. „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” 2014 წლის 5 მარტს შეუერთდა კამპანიას „ეს შენ გეხება” სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება, ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. სისტემატური, ეგრეთ წოდებული, მოსმენები საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო უფლებებს. ეს კი ის პრინციპებია, რომელთაც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება.

კამპანია „ჩვენ ვირჩევთ ევროპას. „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” 2014 წლის 13 აპრილს შეუერთდა კამპანიას „ჩვენ ვირჩევთ ევროპას”. საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში ევროპული იდეის გარშემო გაწევრიანებულია ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ვირჩევთ ევროპას, შემოგვიერთდით!

კარიერა.  „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის” წარმატება და მიღწევები დამოკიდებულია ჩვენი გუნდის წევრების კვალიფიკაციაზე და მოტივაციაზე. ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ და განავითაროთ პროფესიული კარიერა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ არასამთავრობო ორგანიზაციაში. „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” ხელს უწყობს თანამშრომლების მუდმივ ზრდას და განვითარებას. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სამუშაო გარემოს სრულყოფაზე და გუნდური მუშაობის განვითარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ჩვენ დავნერგეთ პროფესიული, სტაჟირების და მოხალისეობის პროგრამების განხორციელება.

შემოწირულობის პოლიტიკა. სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის” საქმიანობა ხორციელდება მისი პრინციპების, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის და საპროექტო საქმიანობის ფარგლებში და მასზე სხვაგვარ გავლენას ვერ მოახდენს განხორციელებული შემოწირულობა. ჩვენ შემოწირულობებს ვიღებთ ფიზიკური პირებისგან და კერძო სექტორისგან, რომელთა სურვილიც არის ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება. ჩვენ შემოწირულობებს არ ვიღებთ პოლიტიკური სუბიექტებისგან და იმ პირებისგან, რომელთა მხრიდან დაფინანსებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ორგანიზაციის რეპუტაციას და დამოუკიდებლობას. განხორციელებული შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენ ვებ-გვერდზე.

განცხადება და ბლოგი. ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ პერიოდში გამოქვეყნებული განცხადებები და ბლოგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემული ბმულების სახით:

– განცხადება „კამპანია ეს შენ გეხებას შესახებ
– განცხადება „სამოქალაქო კამპანია უკანონო მიყურადების წინააღმდეგ
– განცხადება „კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები შსს დიალოგისთვის მზად არიან
– განცხადება „კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები შს მინისტრის მოადგილის განცხადებას პასუხობენ
– განცხადება „საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი სამოქალაქო აქცია
– განცხადება „იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით
– განცხადება „კამპანიაში ეს შენ გეხება ჩართული ორგანიზაციების განცხადება
– განცხადება „ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებაზე
– განცხადება „კოალიციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებების განხილვა
– განცხადება „ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებაზე

– ბლოგი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნის აუცილებლობა
– ბლოგი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ძირითადი სიახლეების მიმოხილვა
– ბლოგი „ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი

სოციალური ქსელი