ზაფხულის სამუშაო ბარათი (2014)

  • September 1, 2014

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის“ ზამთრის სამუშაო ბარათი მოიცავს 2014 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს  პერიოდს. სამუშაო ბარათი წარმოადგენს ყოველი სამი თვის პერიოდის შეჯამებას და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოს და აქტივობების შესახებ.

რებრედინგი.  „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის“ წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით განხორიცელდა ორგანიზაციის რებრენდინგი. აღნიშნულის ფარგლებში შეიცვალა ორგანიზაციის კორპორატიული ფერები, ლოგო და სხვა ელემენტები. განხორციელებული ცვლილებები ნათლად ასახავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიზნებს. კერძოდ, ახალი ლოგოს კონცეფცია წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის და აქტივობის ვიზუალიზაციას. ამასთან, ვიზუალური და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და სოციალური ქსელის გვერდებზე.

საქმიანობის მიმართულება. „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის“ მმართველი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ცვლილებები შეეხო ორგანიზაციის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. კერძოდ, ორგანიზაციის საქმიანობა ითვალისწინებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას და გაძლიელერებას.

განცხადება და ბლოგი. ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ პერიოდში გამოქვეყნებული განცხადებები და ბლოგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემული ბმულების სახით:

– განცხადება „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩაშლილ სხდომასთან დაკავშირებით
– განცხადება „კოალიციას ახალი თავმჯდომარე და მოადგილე ჰყავს
– განცხადება „ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მიღება
– განცხადება „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტმა რებრენდინგი განახორციელა

– ბლოგი „ახალი შრომის კოდექსის ძირითადი სიახლეების მიმოხილვა
– ბლოგი „თავისუფალი ეკონომიკური ზონის პოტენციური რისკები საქართველოში
– ბლოგი „თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მიზეზი და მიზანი საქართველოში

სოციალური ქსელი