კონკურენციის სააგენტოს მისია და გამოწვევები

  • June 10, 2015

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად მთავარი ფუნქცია ეკისრება კონკურენციის სააგენტოს, რომლის საქმიანობა მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. ამ პროცესში აუცილებელია რომ, სააგენტომ მოახდინოს ერთის მხრივ კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება და შესაბამისი სისტემის განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ დარჩეს თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური თუ ბიზნეს ზეგავლენისგან. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ სააგენტოს თითოეული ქმედება პირდაპირ თუ ირიბად გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომკურ სისტემაზე, საინვესტიციო გარემოზე და სამეწარმეო საქმიანობაზე. შესაბამისად აღნიშნული გარემოებები სააგენტის მხრიდან მოითხოვს ფრთხილ და გააზრებულ მოქმედებებს.

მნიშვნელოვანია, რომ არსებული საინვესტიციო გარემოს და ევროკავშირის ბაზართან თავსებადობის გათვალისწინებით სააგენტოს მხრიდან კონკურენციის პოლიტიკის კუთხით დაინერგოს საუკეთესო პრაქტიკა, შეირჩეს ყველაზე მნიშნელოვანი სფეროები არაჯანსაღი ქართული ბაზრებიდან, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და რეგულირება. სწორედ ამ მიზნით სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სახის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება სადაც ადგილი არ ექნება კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და ქმედებებს. ამასთან, პარალელურ რეჟიმში აუცილებელია ინტენსური კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან და მოსახლეობასთან, რათა დაინტერესებულ პირებს მიეწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ უმჯებესია თუ სააგენტო ყურადღებას დაუთმობს საკუთარი ელექტრონული რესურსების განვითარებას და მათ ეფექტურ გამოყენებას.

უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ისეთი გარემოს ფორმირება სადაც აღმოფხვრილი იქნება კონკურენციის შემზღუდველი და ზიანის მომტანი შეთანხმებები და გარიგებები. ცხადია, ისეთი თავისუფალი კონკურენტული ბაზარი, სადაც აღმოფხვრილია ბაზრის დომინანტი კომპანიების მხრიდან არსებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა და სადაც ადგილი არ აქვს  კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და მოქმედებებს, ავტომატურად ქმინს საუკეთესო გარემოს ბიზნების განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

საერთო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზება და პრაქტიკაში განხორციელება, ხოლო საქმიანობის პროცესში სააგენტომ მოახდინოს მისი საქმიანობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. აღნიშნული წარმოადგენს სააგენტოს ეფექტურობის და წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განსაზღვრელ ფაქტორს.

“სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის და ბიზნეს გარემოს შესწავლას. მომავალში ჩვენ კვლავ განვაგრძობთ კონკურენციის სააგენტოს საქმიანობაზე დაკვირვებას და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას.

სოციალური ქსელი