კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესი

  • July 18, 2015

2014 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს კონკურენციის სააგენტო. მისი ძირითადი ამოცანებია კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. შიდა რეგულაციების დამტკიცებისა და შტატის დაკომპლექტების შემდგომ წინა წლის ნოემბრიდან სააგენტომ საბოლოოდ დაიწყო კანონმდებლობის აღსრულების პროცესი. დღევანდელი მდგომარეობით მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება, ასევე მოკვლევა მიმდინარეობს რამდენიმე საჩივრის საფუძველზე, თუმცა ჯერ-ჯერობით სააგენტოს არ გამოუვლენია ეკონომიკური აგენტების მიერ ბაზარზე განხორციელებული კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებისა თუ ქმედებების შემთვევები.

იმისათვის რომ სააგენტომ მოახერხოს დამრღვევის დაჯარიმება, პირველ რიგში მან უნდა დაადასტუროს დარღვევის არსებობა, რაც მრავალ სირთულეთანაა დაკვშირებული. როგორც წესი კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები იდება მკაცრად გასაიდუმლოებულ, არაფორმალურ გარემოში, აღნიშნულის თაობაზე არ ფორმდება წერილობითი დოკუმენტები და მაქსიმალურადა არის თავიდან არიდებული რაიმე სახის  მტკიცებულებების შექმნა და დატოვება. მსგავს შემთხვევებში ხშირად კონკურენციის სააგენტო უძლურია მოიპოვეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რის გამოც მსგავსი საქმეების წარმატებულად გახსნა უმეტესწილად ხდება თანამშრომლობის პროგრამის საფუძველზე. აღნიშნული გულისხმობს მამხილებლის არსებობას თავად დამრღვევ კომპანიებში, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობს სააგენტოსთან და აწვდის მას მტკიცებულებებს და საქმის მასალებს.

რასაკვირველია, ჯერ-ჯერობით უცნობია იყენებს თუ არა ზემოთ აღნიშნულ შესაძლებლობებს კონკურენციის სააგენტო მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუკი ევრ მოხერხდება ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება, სააგენტოს შეუძლია პირდაპირ კომპანიებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია და არაპირდაპირი მტკიცებულებების გამოყენებით დაადასტუროს დარღვევის არსებობა. თუმცა, ისიც აღსაღნიშნავია რომ ევროპული გამოცდილება კარტელის მონაწილეთა ქმედებების თაობაზე შესაძლებელია სრულებითაც არ მეორდებოდეს საქართველოში. უკვე ათწლეულია საქართველოში არ არსებობდა კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ხოლო, ეფექტური კონტროლის არარსებობის გამო, შესაძლებელია რომ კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების ჩამდენი კომპანიები ნაკლებად ფრთხილები ყოფილიყვნენ და ასე რომ, არსებობდეს პირდაპირი მტკიცებულებები.

სოციალური ქსელი