განცხადება ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევასთან დაკავშირებით

  • July 16, 2015

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” „პროექტის „კონკურენციის კანონდებლობის ეფექტური აღასრულება” ფარგლებში არაერთხელ შეეხო ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს როგორიც არის კონკურენციის პოლიტიკის არსი და მიზანი, მოქმედი პოლიტიკა და ბიზნეს გარემო, არსებული ხარვეზები და გამოწვევები, სააგენტოს მისია, როლი და საქმიანობა. მოცემული აქტივობის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება და თავისუფალი და კონკურენტური ბაზრის ჩამოყალიბება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით მნიშვნელოვანია კონკურენციის პოლიტიკის კვლევა, ანალიზი და მიღებული შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ნათობპროდუქტების ბაზარი, რომლის მოკვლევაც სააგენტომ საკუთარი ინიციატივით 2014 წლის 12 ნოემბერს დაიწყო. სააგენტოს აღნიშნული ბაზრით დაინტერესება სწორედ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა გამოიწვია. ნავთობპროდუქტების ბაზარი უკვე მრავალი წელია მიიჩნეოდა საქართველოში არასწორი საბაზრი პოლიტიკის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად. აღნიშნულ საკითხზე მუდმივად ხდებოდა საუბარი საზოგადოებაში, მედიაში, გაკეთებულა არაერთი განცხადება არაკეთილსინდისიერი ბიზნესის მეთოდების გამოყენების თუ საკუთრების უფლებების შელახვის თაობაზე. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ნავთობროპუქტების ბაზარზე არსებული დარღვევები თვალნათელია და  დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს.

2015 წლის იანვრის ბოლოს სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვლევის პირველადი შედეგებიდან გამომდინარე იკვეთებოდა გარკვეული სახის დარღვევები და მათი შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების პროცესი. ხოლო მიმდინარე წლის 15 ივლისს სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასაქონლო ბაზრის მოკვლევის დასრულების შესახებ. უშუალოდ სააგენტოს თავჯდომარის ბრძანების მიხედვით ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული კომპანიები, მათ შორის მსხვილი მოთამაშეები საერთო ჯამში 55 მილიონ ლარამდე დაჯარიმდა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს კომპანიების მხრიდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა ისეთი სახით, როგორიცაა შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა, წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა და ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება.

უშუალოდ ბრძანება მოიცავს მხოლოდ კონკრეტული კომპანიების, დარღვეული პუნქტების და და დაკსირებული ჯარიმების ოდენობის ჩამონათვალს. რაც ცხადია არ იძლევა სრულ სურათს და საზოგადოების მხრიდან სრულყოფილი შეფასების შესაძლებლობას. თუმცა, უშუალოდ მოკვლევის შედეგების ამსახველი შესაბამისი ანგარიშის გამოქვეყნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციის კოფიდენციალობის დაცვით მოხდება 10 დღის ვადაში. “სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის და ბიზნეს გარემოს შესწავლას. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მომავალში ჩვენ კვლავ განვაგრძობთ კონკურენციის სააგენტოს საქმიანობაზე დაკვირვებას და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას.

სოციალური ქსელი