მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობა

  • November 5, 2015

საქართველოში მცხოვრებ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს ამა თუ იმ პროდუქციის თუ სერვისის მომხმარებელს და როდესაც სახეზეა მომხარებელთა უფლებებისადმი უყურადღებობა ან მათი უფლებების შელახვა, მსხვერპლს წარმოადგენს, როგორც მთელი საზოგადოება ასევე, მისი თითოეული წევრი.

დღესდღეობით მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენს. მომხმარებელთა უფლებების მასიური უგულვებელყოფის მიზეზებს წარმოადგენს ბიზნეს სექტორის დაბალი სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებელთა პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურისა და ტრადიციის არ არსებობა, საზოგადოების ცნობიერებისა და ინტერესის დაბალი დონე. ამასთან, განვითარებულ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას, მომხარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების მუდმივი ზრდის  და გაუმჯობესების მიმართულებით, საქართველო არ უერთდება და პირიქით განიცდის რეგრესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველ რიგში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებების გააქტიურება. დღესდღეობით ჩვენ ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც მომხმარებელთა უფლებები რჩება არააქტუალურ და არაპოპულარულ საკითხად, ამ მიმართულებით თითქმის არ ხდება რაიმე სახის კვლევა და მუშაობა. მოსახლეობის ცნობიერება რჩება დაბალ დონეზე. მომხმარებელთათვის უფლებების მინიჭება, თუკი მომხმარებელთა უმრავლესობისათვის ეს უფლებები უცნობი დარჩება, რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ვერ გამოიღებს.

ამასთან, აღნიშნულ პროცეში მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების როლი მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში. „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი“ გეგმავს მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით, ყურადღებას დაუთმობს ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს და  პერიოდულად გამოაქვეყნებს ბლოგებს, ასევე აწარმოებს მუშაობას მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხის პოპულარიზების მიმართულებით.

სოციალური ქსელი