კონკურენციის პოლიტიკა: ხარვეზები და გამოწვევები

  • February 15, 2016

საქართველოში გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის, არასახარბიელო საინვესტიციო პერსპექტივების და ევროკავშირის ბაზართან თავსებადობის გათვალისწინებით უმნიშნელოვანესია, რომ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კონკურენციის პოლიტიკის კუთხით შეიქმნას ეფექტური სისტემა, დაინერგოს ახალი პრაქტიკა, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და რეგულირება. კერძოდ, აღნიშნული მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების კუთხით მნიშვნელოვანია:

– ცვლილებების გატარება კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;

– კონკურენციის სააგენტოს მიერ შენარჩუნდეს კანონით მინიჭებული დამოუკიდებლობა და დარჩეს თავისუფალი ყოველგვარი ზეგავლენისგან;

– სააგენტომ უზრუნველყოს თავისი საქმიანობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;

– მოხდეს დაკვირვება და შესწავლა იმ ბაზრების, რომელთა მიმართაც არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე;

– ისეთი სახის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება სადაც ადგილი არ ექნება კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და ქმედებებს;

– მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა ისეთი გარემოს შესაქმნელად სადაც იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა მოხდეს აქტიური სამუშაოს ჩატარება  ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან, რათა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება, ცნობიერების ამაღლება და ნდობის მოპოვება. ამასთან, სასურველია თუკი ამ პროცესში პასუხიმგებელი ორგანო, კერძოს კონკურენციის სააგენტო არ გაიზიარებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გავრცელებულ მანკიერ პრაქტიკას და სათანადო ყურადღებას დაუთმობს საკუთარი ელექტრონული რესურსების განვითარებას და მათ ეფექტურ გამოყენებას. კერძოდ, უზრუნველყოფს ისეთი ტიპის ინფორმაციას განთავსებას, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას სააგენტოს ფუნქციონირების და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ.  აღნიშნული ავტომატურად ხელს შეუწყობს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშვალდებულებას და გაჭვირვალობას.

ცხადია, ისეთი თავისუფალი კონკურენტული ბაზარი, სადაც აღმოფხვრილია ბაზრის დომინანტი კომპანიების მხრიდან არსებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა და სადაც ადგილი არ აქვს  კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს და მოქმედებებს, ავტომატურად ქმინს საუკეთესო გარემოს ბიზნების განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ესეთი მნიშვნელობის გამოწვევები რთულ და ფრთხილ მოქმებას მოითხოვს, თუმცა ამასთან აღსანიშნავია რომ მისი ეფექტურობის და წარმატების ერთ-ერთი მნიშნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ სწრაფი და დროული ქმედებებია. ამ მიზნით მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზება და პრაქტიკაში განხორციელება. კერძოდ, ისეთი გარემოს ფორმირება სადაც აღმოფხვრილი იქნება კონკურენციის შემზღუდველი და ზიანის მომტანი შეთანხმებები და გარიგებები.

“სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის და ბიზნეს გარემოს შესწავლას. მომავალში ჩვენ კვლავ განვაგრძობთ კონკურენციის სააგნეტოს საქმიანობაზე დაკვირვებას და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას.

სოციალური ქსელი