კარიერა

 

პროფესიული პროგრამა

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ და განავითაროთ პროფესიული კარიერა საქართველოში  ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ არასამთავრობო ორგანიზაციაში.  „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” ხელს უწყობს თანამშრომლების მუდმივ ზრდას და განვითარებას.  ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სამუშაო გარემოს სრულყოფაზე და გუნდური მუშაობის განვითარებაზე. ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდების დასაქმება და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება.

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის” წარმატება და მიღწევები დამოკიდებულია ჩვენი გუნდის წევრების კვალიფიკაციაზე და მოტივაციაზე. დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენ გვჭირდება თანამშრომლები სახვადასხვა მიმართულებით. ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული ვაკანსიები გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე, დასაქმების საძიებო ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში. უშუალოდ შერჩევის პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, ხოლო რეკრუტინგის პროცესი განსხვავდება იმის მიხედვით თუ რომელი პოზიციისთვის ხდება შერჩევა. თითოეულ შემთხვევაში დაინტერესებულ კანდიდატებს მიეწოდებათ სრული ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის და შერჩევის პროცესის შესახებ.

__________________________________________________________________________________________________

სტაჟირების პროგრამა

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის“ სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია აქტიური და საქმის ერთგული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ  მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. წარმატებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცემათ, უშუალოდ გაეცნონ არასამთავრობო ორგანიზაციის მენეჯმენტს, მუშაობის სტანდარტებს და სპეციფიკას. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს სტაჟირების პროგრამის მონაწილეთა პრაკტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას და მომავალში მათი დასაქმების შანსების ზრდას.

სტაჟირების პროგრამა არ არის ანაზღაურებადი და განსაზღვრულია 3 თვის ვადით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი. სტაჟირების პროგრამა გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, დასაქმების საძიებო ვებ-გვერდებზე და სოცალურ ქსელებში. უშუალოდ შერჩევის პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, ხოლო რეკრუტინგის პროცესი განსხვავდება იმის მიხედვით თუ რომელი პოზიციისთვის ხდება შერჩევა. თითოეულ შემთხვევაში დაინტერესებულ კანდიდატებს მიეწოდებათ სრული ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის და შერჩევის პროცესის შესახებ.[divider top=”0″]

________________________________________________________________________________

მოხალისეობის პროგრამა

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის“ მოხალისეობის პროგრამა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღონ შესაბამისი გამოცდილება და გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები. მოხალისეებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპის კვლევებში და ატივობებში. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს მოხალისეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას და დასახული მიზნების ერთობლივად მიღწევას.

მოახლისეობის შესახებ კონკურსი  გამოქვეყნდება დასაქმების საძიებო ვებ-გვერდებზე და სოცალურ ქსელებში. უშუალოდ შერჩევის პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, ხოლო რეკრუტინგის პროცესი განსხვავდება იმის მიხედვით თუ რომელი პოზიციისთვის ხდება შერჩევა. თითოეულ შემთხვევაში დაინტერესებულ კანდიდატებს მიეწოდებათ სრული ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის და შერჩევის პროცესის შესახებ.