პროექტი

პროექტი „ახალგაზრდები უმცირესობათა უფლებებისთვის”

პროექტის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაცია და მათი უფლებების შესახებ ცოდნის ამაღლება. მის ფარგლებში დაგეგმილია ვებ-გვერდის შექმნა და ახალგაზრდების მონაწილეობით ისეთი აქტივობების განხორციელება, როგორიც არის სალექციო კურსის და მონაწილეთა შერჩევის პროცედურის ორგანიზება, ადამიანის უფლებებათა სკოლის ორგანიზება, მცირე კვლევების წარმოება, ანალიტიკური აზროვნების და დებატების უნარების განვითარება.

აღნიშნულ პროექტში მონაწილე სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას ადამიანის უფლებების შესახებ, გაეცნობიან არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას. განიხილავენ და იმუშავებენ, როგორც ქვეყანაში, ისე კონკრეტულად მათ რეგიონში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე, რომელთა გამოც უხეშად ირღვევა ადამიანთა უფლებები. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შეიმუშავებენ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს, განავითარებენ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციისა და დებატების უნარ–ჩვევებს. ჩამოყალიბდებიან ინფორმირებულ, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე პიროვნებებად, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ აქტიურ საზოგადეობად ფორმირების პროცესში.

პროექტის ხანგრძლივობა: 2017 წლის აპრილი – 2018 წლის აპრილი მხარდაჭერა / რესურსი: სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი მიმართულება: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება სტატუსი: მიმდინარე

[button link=”http://uplebebi.ge” color=”#33b75d” size=”3″ style=”2″ dark=”0″ radius=”auto” target=”target”]პორტალზე გადასვლა[/button]

პროექტი „კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება”

კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება და თავისუფალი და კონკურენტური ბაზრის ჩამოყალიბება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზნით მნიშვნელოვანია კონკურენციის პოლიტიკის ანალიზი და მიღებული შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობა.

“სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” პროექტის “კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტური აღასრულება” ფაგრლებში მოახდენს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის და ბიზნეს გარემოს შესწავლას. კერძოდ, ყურადღებას დაუთმობს კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზს, კონკურენციის სააგენტოს საქმიანობას და მოცემულ სფეროში მიმდინარე სიახლეებს. აღნიშნულის ფარგლებში ორგანიზაცია პერიოდულად გამოაქვეყნებს ბლოგებს, ასევე აწარმოებს მუშაობას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის საკითხის პოპულარიზების მიმართულებით.

პროექტის ხანგრძლივობა: 2015 წლის ივლისი – 2016 წლის მარტი მხარდაჭერა / რესურსი: სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი მიმართულება: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება სტატუსი: დასრულებული

[button link=”http://goo.gl/2MUcWB” color=”#33b75d” size=”3″ style=”2″ dark=”0″ radius=”auto” target=”target”]პორტალზე გადასვლა[/button]

პროექტი “მოქალაქის გზამკვლევი”

 

პროექტი „მოქალაქის გზამკვლევი“ ხორციელდება „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის“ მიერ და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ადვოკატირების, არჩევნების, არასამთავრობო და საჯარო სექტორის კუთხით.

დაინტერესებულ პირებს პორტალის გამოყენებით მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია მათთვის სასარგებლო და აქტუალურ საკითხებზე. აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას და მეორეს მხრივ, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის, პროექტების და მიღწეული შედეგების პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია სხვადასხვა ორგანიზაციების და საჯარო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი რესურსი. პროექტი განხორციელდა „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის” ინიციატივით და ძალისხმევით.

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის ივნისი – სექტემბერი მხარდაჭერა / რესურსი: სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი მიმართულება: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება სტატუსი: დასრულებული

[button link=”http://www.how.ioce.ge” color=”#33b75d” size=”3″ style=”2″ dark=”0″ radius=”auto” target=”target”]პორტალზე გადასვლა[/button]

პროექტი „პრეზიდენტის არჩევნების პორტალი”

„პრეზიდენტის არჩევნების პორტალი” იმართება „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის” მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას და ინფორმირებას საქართველოში გასამართი 2013 წლის 27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით.

პორტალის გამოყენებით მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეიტყონ სრული ინფორმაცია რეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი ბიოგრაფიების და საარჩევნო პროგრამების შესახებ. ასევე, პორტალის საშუალებით ისინი გაეცნობიან არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებს და ანგარიშებს და მათთვის სასურველ სასარგებლო ინფორმაციას. მოქალაქეებს შეეძლებათ გამოთქვან მოსაზრებები და შეაფასონ საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი საარჩევნო პროგრამები. ამასთან, პორტალზე განთავსდება ინფორმაცია მნიშვნელოვანი საკითხების და პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ.

პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის სექტემბერი – ნოემბერი მხარდაჭერა / რესურსი: სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი მიმართულება: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება სტატუსი: დასრულებული

[button link=”http://www.elections.ioce.ge” color=”#33b75d” size=”3″ style=”2″ dark=”0″ radius=”auto” target=”target”]პორტალზე გადასვლა[/button] [divider top=”1″]