წევრობა

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”

2014 წლის 8 იანვარს კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” კომიტეტის გადაწყვეტილებით “სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი” გახდა კოალიციის წევრი, ხოლო შემდგომ პერიოდში კოალიციის ფარგლებში შექმნილი ჯგუფის – მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის, საკუთრების უფლებებისა და ეკონომიკური მმართველობის ჯგუფის წევრი.

__________________________________________________________________________________________________

„სამოქალაქო საზოგადოების პორტალი”

სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებით, სამოქალაქო აქტივიზმისა და მოხალისეობის პოპულარიზებით, არამომგებიანი იურიდიული პირების გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებით, დაფინანსების მოპოვებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების შესახებ მათი ერთ სივრცეში ინფორმირებით CSO.GE ემსახურება საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას.

__________________________________________________________________________________________________

კამპანია „ეს შენ გეხება”

2014 წლის 5 მარტს „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტმა“ მხარი დაუჭირა კამპანიას „ეს შენ გეხება“, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის გამოყენებით მუდმივად ახდენს კამპანიის ფარგლებში შემუშავებული განცხადებების და დაგეგმილი აქტივობების გავრცელებას და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას.

__________________________________________________________________________________________________

კამპანია „ჩვენ ვირჩევთ ევროპას”

2014 წლის 13 აპრილს „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტმა” მხარი დაუჭირა კამპანიას „ჩვენ ვირჩევთ ევროპას”, რომელიც ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში და ევროპული იდეის გარშემო გაწევრიანებულია ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. 

__________________________________________________________________________________________________

კამპანია „სამართალი ითხოვს”

“სამართალი ითხოვს” კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” კამპანიაა, რომლის მიზანია მოახდინოს გავლენა იმ პროცესებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში ახლა მიმდინარეობს. კამპანიის ძირითადი მოთხოვნებია: შეწყდეს მოსამართლეების დანიშვნა გაუმჭვირვალე და უსამართლო გზებით; შეწყდეს კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების დისციპლინური დევნა; დაჩქარდეს სასამართლო რეფორმა და გამოირიცხოს სასამართლოს წინააღმდეგ; პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შანსი; მართლმსაჯულება დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა აღასრულონ; მოსამართლეებისთვის საქმეების გადანაწილება მოხდეს შემთხვევითობის წესით, რითიც თავიდან ავიცილებთ, საქმეების მართული მოსამართლეების მიერ წარმოებას.